Biography

x–რეპერები – რეპ ჯგუფი,ჩამოყალიბდა 2002 წელს საქართველოს ქალაქ ზუგდიდში. x–რეპერები არის კომერციულად ყველაზე წარმატებული ჯგუფი მთელს სამეგრელოში.მათ შექმნეს უახლესი სტილი ჰიპ–ჰოპის ისტორიაში. შექმნის ისტორია: 2000 წლის მარტში,ზუგდიდში,№3 საჯარო სკოლაში ირაკლი ფუტკარაძემ ჩამოაყალიბა პოპ შემსრულებელი ჯგუფი x. რომელიც პოპულარობით არ სარგებლობდა.2001 წლის 23 თებერვალს ჯგუფს შუერთდა მისი ძმა დიმიტრი ფუტკარაძე. 2002 წლისთვის ჯგუფი თითქმის დაშლის პირას იყო მისული.ამავე წლის 25 დეკემბერს,ჯგუფის რეპეტიციას შემთხვევით დაესწრო გიორგი ჭითანავა და მას შემდეგ ჯგუფის წევრი გახდა. ჭითანავას მოსვლის შემდეგ,ჯგუფმა გადაწყვიტა ცვლილებები შეეტანათ სტილში და პოპ მუსიკას ჰიპ–ჰოპის ელემენტები შეურიეს.2003 წელს ჯგუფი x–ს სტილი და შემადგენლობა შეიცვალა და დარჩა მხოლოდ სამი: ირაკლი ფუტკარაძე,(shelf) დიმიტრი ფუტკარაძე(lil snoop) და გიორგი ჭითანავა(sent). 2004 წლამდე ჯგუფი x–ს სტილი იხვეწებოდა. 2004 წლის 3 სეკტემბერს ჯგუფს დაემატა მეოთხე წევრი ონისე მებონია. ამავე წლის 7 სეკტემბერს ჯგუფის პროდიუსერი გახდა გიორგი ქორთუშვილი.2004 წლის 17 სეკტემბერს ჯგუფმა სახელი შეიცვალა და x–რეპერები დაირქვეს.ამავე წლის 23 სეკტემბერს x–რეპერებმა პირველი სიმღერა ჩაწერეს,სახელწოდებით ჰიპ–ჰოპის ძმები. ამ სიმღერამ, ჯგუფს დიდი პოპულარობა მოუტანა მთელს სამეგრელოში. 2004 წლის 14 დეკემბერს,x–რეპერების პროდიუსერი გახდა ლექსო დარასელია,რომელმაც ხელი შეუწყო ჯგუფის პოპულარობას. ამავე წლის 20 დეკემბერს,ახალ პროდიუსერთან უთანხმოების გამო ჯგუფი დატოვა ონისე მებონიამ და იგი სხვა საქმიანობას გაჰყვა. ონისეს წასვლის შემდეგ,ჯგუფი იძულებული გახდა ხელახლა ჩაეწერათ სიმღერა.მას შემდეგ x–რეპერებმა რამოდენიმე პოპულარული სიმღერა ჩაწერეს და ახლაც აგრძელებენ თავიანთ საქმეს…

Edit this wiki

API Calls

Scrobble from Spotify?

Connect your Spotify account to your Last.fm account and scrobble everything you listen to, from any Spotify app on any device or platform.

Connect to Spotify

Dismiss