Lyrics
Ჩემთან ერთად ბოლთის ცემას
Არჩიე სხვა მიზანსცენა
Ვართ ვანდალები
Შენს პირბადეში გავები
Დავიმალები
Ვიდრე გაახელდე თვალს
Კარგად მახსოვს ბავშვობაში
Გემზე მოვკვდი ზოოპარკში
Ატრაქციონზე
Მხოლოდ შენ გიზივარ გვერდზე
Და ალალბედზე
Ჯერაც არ გაბეზრებ თავს
Აი ნახავ
Ან დღეს ან ხვალ
Შენ ტიროდი გამარჯვების დღეს
1945 წელს
Ისევ ჩანხარ
Არ გამხდარხარ
Ალაგებულია ლოგინი
Გამზეურებული ლეიბი
Ახლაც თან ხარ
Და თან არ ხარ
Ვიღიმოდი იმ საღამოს
Რა იღონე აღარ მახსოვს
Ვხედავ მომავალს
Ჩემი შვილი შენ რომ არ გგავს
Ადრიან დილას
Გავიტან გარეთ ნაგავს